საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სლოვაკეთის რესპუბლიკაში:

2006 წელს სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • რევაზ ბეშიძე 2020 წლიდან 
  • რევაზ გაჩეჩილაძე  2016 - 2020;
  • ალექსანდრე ნალბანდოვი  2011 - 2016;
  • ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი  2006 – 2011;
  • ზაურ გამსახურდია (რეზიდენციით თბილისი) 2004 – 2005;
  • გიორგი არსენიშვილი (რეზიდენციით ვენა)  2001 – 2004.

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2014 წელს საქართველოში გაიხსნა სლოვაკეთის საელჩო, ხოლო 2019 წლიდან დაინიშნა პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დეზიდენციით ქ. თბილისში. 

  • პაველ ვიზდალ (Pavel Vizdal) სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - 2019-დღემდე; 
  • რუდოლფ მიხალკა (Rudolf Michalka) სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში 2018-2019
  • რუდოლფ მიხალკა (Rudolf Michalka) (საქმეთა დროებითი რწმუნებული) 2014 - 2018;
  • მილან ზახარი (Milan Zachar) (რეზიდენციით თურქეთი) 2012 – 2014;
  • ვლადიმერ იაკაბჩინი (Vladimir Jakabčin) (რეზიდენციით თურქეთი) 2009 – 2011.

საქართველოს საპატიო კონსული ფრანკო პიგოცი (Franco Pigozzi) , რეზიდენციით  ქ. კოშიცე: 2012 – დღემდე;
საქართველოს საპატიო კონსული ნოდარ გიორგაძე, რეზიდენციით  ქ. პოვაჟსკა ბისტრიცა, 2016 - დღემდე; 

სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში: ბესარიონ ქვარცხავა 2009 - დღემდე.