საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს რვა ხელშეკრულებას, ასევე, უწყებათაშორის შეთანხმებებს, რომელეთა მეშვეობით რეგულირდება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის, თავდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის და სხვა საკითხები.

სლოვაკეთის განვითარების დახმარების პროგრამის („Slovak Aid“) 2014-2018 წლების საშუალოვადიან სტრატეგიაში საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ნაწილი, პრიორიტეტულ (საპროექტო) ქვეყანათა რიცხვშია. საქართველოსადმი დახმარება მიზნად ისახავს დემოკრატიზაციის და რეფორმების პროცესის ხელშეწყობას და ითვალისწინებს სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ვითარდება კულტურის სფეროში თანამშრომლობა. ინტენსიურად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.

საქართველოს და სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ხორციელდება თანამშრომლობა გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში. 2012 წლიდან კომენიუსის უნივერსიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გახსნილია ქართული წიგნის კუთხე, სადაც წარმოდგენილია ათობით ქართველი ავტორის წიგნები. 2014 წელს, კომენიუსის უნივერსტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა ქართული წიგნები.

ამასთან, ყოველწლიურად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე გამოყოფს სტიპენდიებს.

ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი დაძმობილებულია ქალაქ ბრატისლავას რაჭის რაიონის მუნიციპალიტეტთან 1968 წლიდან.


სასარგებლო ბმულები:

საქართველოს საელჩო სლოვაკეთში
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთის პარლამენტი
სლოვაკეთის მინისტრთა კაბინეტი