საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განხორციელებული ვიზიტები (2015 წლიდან)

საქართველოს მხრიდან:

2019 წლის 7 დეკემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ცენტრალური ევროპის სტრატეგიული ფორუმის (Chateau Bela) ფარგლებში;

2019 წლის 5-6 დეკემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მინის­ტერი­ა­ლის ფარგლებში;

2019 წლის 31 მაისი - 3 ივნისი - სლოვაკეთში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბით;

2019 წლის 5-6 მაისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ვიშეგრადის ჯგუფის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში;

2019 წლის 26 თებერვალი - სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი;

2019 წლის 5-6 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ეუთოს მაღალი დონის კონფერენციის “Combating Anti-Semitism in the OSCE Region” ფარგლებში;

2018 წლის 5-6 ივნისი -  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ორმხრივი კონსულტაციები;

2017 წლის 27-28 მაისი - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „გლობალური უსაფრთხოების ფორუმის“ („GLOBSEC 2017“) ფარგლებში;

2017 წლის 16-17 მაისიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი;

2016 წლის 28 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ორმხრივი კონსულტაციები;

2016 წლის 3 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის (ე.წ. „გიმნიხის“ ფორმატი)  ფარგლებში;

2016 წლის 20-22 იანვარი - თბილისის მერი დავით ნარმანია;

2015 წლის 12-14 ნოემბერი - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი;

2015 წლის 18-21 ივნისი - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „გლობალური უსაფრთხოების ფორუმის“ ფარგლებში;

2015 წლის 15 მაისი - საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, „ვიშეგრადის ჯგუფის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში.

სლოვაკეთის მხრიდან:

2019 წლის 10 სექტემბერი - საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.

2019 წლის 13-14 მაისი - საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ფრანტიშეკ რუჟიჩკა და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რობერტ ონდრეიჩაკი;

2019 წლის 10-11 თებერვალი - საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, სლოვაკეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში;

2018 წლის 26 მაისი - პრეზიდენტი ანდრეი კისკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით;

2016 წლის 29 მაისი-2 ივნისი - პრეზიდენტი ანდრეი კისკა;

2014 წლის 7-8 აპრილი - საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.