საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის 18:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის (მათი ადგილსამყოფელი ქვეყნის) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 

დაინტერესებულ პირთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს 10 და 11 ნოემბერს (შაბათ-კვირას) 18.00 საათამდე. 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, როგორც ადგილზე საელჩოს საკონსულო სამსახურში გამოცხადებით, ასევე, შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge. 

საელჩო განლაგებულია შემდეგ მისამართზე: Michalska 9, 811 01 Bratislava, Republic of Slovakia. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში საელჩოსთან დაკავშირება, ასევე, შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით + 421 918 66 3008.