საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 25 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში არსებული ქალთა საერთაშორისო კლუბის ორგანიზებით, "Stara Tržnica"-ში გაიმართა საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა

2018 წლის 25 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში არსებული ქალთა საერთაშორისო კლუბის ორგანიზებით, "Stara Tržnica"-ში გაიმართა საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. ქართული კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინით, კონიაკით და ტრადიციული კერძებით.