საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მუსიკოსების კონცერტი ქ. ბრატისლავას ფილარმონიაში

 

2019 წლის 26 ნოემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოსა და სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ბრატისლავის ფილარმონიაში გაიმართა წინა საშობაო კონცერტი და მიღება

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა - ქ. ნიუ იორკის ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა, არაერთი საერთაშორისო კონკურის ლაურეატმა, პიანისტმა დავით ალადაშვილმა და ანსამბლმა „კვინტესენსი“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სლოვაკეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი პიანისტისა და მუსიკოსების ბრწყინვალე შესრულებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.

კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და . პოვაჟსკა-ბისტრიცასა და . კოშიცეში საქართველოს საპატიო კონსულებს - ნოდარ გიორგაძესა და - ფრანკო პიგოცის, კონცერტის ფინანსური მხარდაჭერისათვის.

კონცერტის შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.