საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა ქ. ბრატისლავაში

2019 წლის 24 ნოემბერს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და ქ. ბრატისლავაში არსებული ქალთა საერთაშორისო კლუბის ორგანიზებით გაიმართა საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა. საქველმოქმედო ბაზრობა წელს 28-ჯერ ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ სლოვაკეთში აკრედიტებული საელჩოები, ბრატისლავაში არსებული საერთაშორისო სკოლები და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა.

ქართული კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული სასმელით, ტრადიციული კერძებითა და საქართველოში წარმოებული სხვადასხვა ხელნაკეთი პროდუქციით, რამაც დამთვალიერებლების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საქართველოს საელჩო სლოვაკეთში დიდ მადლობას უხდის დახმარებისა და თანამშრომლობისთვის ქართულ კომპანიებს: „სამურაბე“ (თინა ოსეფაშვილი და თამარ ესაკია), „საპოვნელა“ (რუსუდან კბილაშვილი), „AEMBI” (ანა ბაქრაძე), „ატარე ანბანი“ (თამარ და ნესი ამირეჯიბები), "გურიელი" (პაატა ბოლოთაშვილი) და ღვინის კომპანიებს „ჩელთი“ და „ქვიბარი“.
საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საპატიო კონსულს ქ. კოშიცეში ფრანკო პიგოცის, რომელმაც საშობაო ბაზრობისათვის საელჩოს უსასყიდლოდ გადასცა ქართული ღვინო.
ბაზრობიდან შემოსული მთლიანი თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.