საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის ელჩების, ასევე მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ერთობლივი შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბ-ნ მარტინ კლუსთან

2021 წლის 10 თებერვალს, გაიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის ელჩების, ასევე მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებულის (რეზიდენციით ქ. ვენა) ერთობლივი შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბ-ნ მარტინ კლუსთან. შეხვედრაზე განიხილეს სამი ასოცირებული ქვეყნის გაღრმავებული თანამშრომლობის პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ელჩებმა სლოვაკურ მხარეს გადასცეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი.