საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ გამართა შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბატონ მარტინ კლუსთან

2021 წლის 10 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ გამართა შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ბატონ მარტინ კლუსთან. შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას.