საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში ახალი რეგულაციების თაობაზე

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის იგორ მატოვიჩსა და მეცნიერებსა და ეპიდემიოლოგებს შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შემოღებულია ახალი ზომები, რომლებიც მთავრობამ დაამტკიცა 28 თებერვალს.

თუ 21 მარტისთვის ახალი ზომები ვერ გამოიღებს შედეგს, ქვეყანა მოემზადება მკაცრი შეზღუდვის, წარმოების შეჩერების და ქვეყნის დახურვის (Lockdown) განხორციელებისათვის.

 სლოვაკეთის მთავრობის მიერ 28 თებერვალს მიღებული ახალი ზომებია:

·         8 მარტიდან სავალდებულო იქნება FFP2 ნიღბების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

·         15 მარტიდან FFP2 რესპირატორები სავალდებულოა შენობაში. ეს ღონისძიება არ ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებიც ნიღბებს ატარებენ.

·         საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლების პირველი ოთხი წელი მხოლოდ იმ თანამშრომლების ბავშვებისთვის იქნება ღია, რომლებსაც ფიზიკურად უწევთ სამუშაოდ წასვლა. თანამშრომლებ და მოსწავლეებ კვირაში ორჯერ თვითონ ჩატარებენ ტესტირება.

·         პირები, რომლებსაც აქვთ Covid-19 ტესტის დადებითი პასუხი, ვერ შეძლებენ სახლიდან გასვლას, თუ ისინი ექიმთან ან აფთიაქში არ მიდიან. აქამდე მათ შეეძლოთ  პროდუქტებზე სიარული, თუ არ ჰყავდათ ადამიანი, ვისაც შეეძლო მათთვის პროდუქტების შეძენა.

·         მთავრობა ითხოვ 72-საათიან  კოვიდინეგატიურ ტესტ სლოვაკეთში შემოსასვლელად მეზობელი ქვეყნების საზღვრისპირა მცხოვრებთათვის და ასევე ინარჩუნებს საზღვრის კვეთის რეჟიმის  შეზღუდვის პირობებ.

·         აკრძალულია რეგიონებს შორის მოგზაურობა ბუნებაში გასვლის მიზნით. ბრატისლავას მოსახლეობას შეუძლია იმოგზაუროს მხოლოდ ბრატისლავას რეგიონში. კოშიცეს მაცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ წასვლა კოშიცე-ოკოლიეს რაიონში.

·         დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კვირაში მინიმუმ 500 შემთხვევით შერჩეული დადებითი Covid-19 ნიმუშის გამოვლენა და ორ კვირაში ერთხელ, ყველა დადებითი ნიმუში უნდა გადამოწმდეს ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკული ვარიანტებზე.

·         Covid-19 ავტომატის განგაშის სისტემის თანახმად, 1 მარტისთვის სლოვაკეთის 20 რეგიონი კვლავ იმყოფება შავ ზონაში, რაც ყველაზე მაღალი დონის სიგნალია, ხოლო 53 რეგიონი იმყოფება მუქ წითელ ზონაში. მუქ წითელ ზონაში, უარყოფითი ტესტის შედეგი აუცილებელია შვიდი დღის განმავლობაში სამსახურში წასვლისას.

·         ბრატისლავა ამ დროისთვის იმყოფება მუქ წითელ ზონაში.

Ø  სკოლებში/საბავშვო ბაღებში მოსწავლეების სწავლა (1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით და დამამთავრებელი კლასები):

·  შავი ზონის რაიონებში - დაკეტილია სკოლები; მიმდინარეობს დისტანციური ონლაინ სწავლება

·   მუქი წითელი ზონის რაიონებში - დაკეტილია სკოლების უმეტესობა, მიმდინარეობს დისტანციური ონლაინ სწავლება. სკოლების გახსნაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება რაიონის ჯანდაცვის განყოფილების მიერ.

·    წითელ ზონის რაიონებში  - სკოლები ღიაა მხოლოდ 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

 

Ø  სამუშაოზე გასვლისთვის პსრ და/ან ანტიგენის ტესტების მოქმედების ვადა:

·         შავ და მუქ წითელ ზონებში - 7 დღე;

·         წითელ ზონაში - 14 დღე

 

Ø  ბუნებაში გასვლა/გადაადგილება:

·         შავ ზონაში - დასაშვებია მხოლოდ რაიონის ფარგლებში, აკრძალულია რაიონიდან გასვლა და რაიონში შესვლა;

·         მუქ წითელ და წითელ ზონებში - დაშვებულია რაიონებს შორის გადაადგილება მაქსიმუმ 7 დღიანი მოქმედების ვადის პსრ და/ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

·         3 მარტიდან 05:00 საათიდან 20:00 საათამდე მოსახლეობას შეუძლია გარეთ გასვლა საჭიროების შესაბამისად.

·         კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 01:00 საათამდე მოქმედებს, მაგრამ გამონაკლისის წესით თავისუფლდებიან ისინი, ვინც სამუშაოდ ან ექიმთან ვიზიტის გამო მიემგზავრებიან (საჭიროების შემთხვევაში).

 

გამონაკლისები 2021 წლის 3 მარტიდან:

05:00 საათიდან 20:00 საათამდე ტესტის გარეშე შესაძლებელია:

· აუცილებელ მაღაზიებში სიარული, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ქიმიკოსები, ზოომაღაზიები და ბენზინგასამართი სადგური;

·    ექიმთან და სამედიცინო დაწესებულებებში სიარული;

·    ტესტირებაზე გასვლა;

· ბუნებაში გასვლა, გარდა შავი ზონის რაიონებისა: მხოლოდ ერთ უბანში (ბრატისლავას მკვიდრებს შეუძლიათ იმოგზაურონ ბრატისლავას მთელ რეგიონში; ქალაქ კოშიცას მცხოვრებლებსაც შეუძლიათ კოშიცას მონახულება - ოკოლის რაიონი).

·    პანაშვიდზე, საქორწილო ცერემონიალზე და ნათლობაზე წასვლა;

·    ნათესავის ან ახლო ადამიანის მოვლა;

·   შინაური ცხოველების გასეირნება საცხოვრებელი ადგილიდან 1 კმ დიამეტრში, მეურნეობის ცხოველებზე ზრუნვა;

·   ბავშვების მშობლებთან მიყვანა (თუ ისინი დაშორებულები არიან) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

·     ხალხის მოხუცთა სახლებში გადაყვანა;

·    ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად გასეირნება 1 კმ დიამეტრით საცხოვრებელი ადგილიდან;

·     სამართალდამცავი ორგანოში ან სასამართლოში მისვლა.

 

05:00 საათიდან 20:00 საათამდე ნეგატიური ტესტით შესაძლებელია აქტივობები შემდეგი პირებისთვის:

·  სკოლის თანამშრომლები: უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 7 დღისა საჭირო; ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

·   ბავშვების თანმხლები სკოლაში: უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 7 დღისა საჭირო; ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

·   სამსახურში წასვლა, თუ პირი სახლიდან ვერ მუშაობს ან გასაუბრებაზე წასვლა: დამსაქმებლის დასტური სამუშაოსა და ადგილთან დაკავშირებით; უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუგვიანეს 7 დღისა მუქი წითელი და შავი ზონის უბნებისათვის; უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 14 დღისა წითელ რიგ რაიონებში; უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტის შედეგი არაუგვიანეს 21 დღისა ღია წითელ ზონის რაიონებში; ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

·    ბუნებაში გასვლა შავ ზონის რაიონებში: საჭიროა უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი, არაუმეტეს 7 დღისა (მხოლოდ 15-65 წლის ასაკის ადამიანებისთვის); ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

· ქიმწმენდაში, ოპტიკის მაღაზიაში, ბანკში, სადაზღვევო კომპანიებში, ბიბლიოთეკებში, ველოსიპედების მომსახურებისა და მანქანების რემონტის მაღაზიებში, მანქანების ტექნიკური და ემისიის კონტროლის საშუალებების, მიწოდების პუნქტებისა და ონლაინ მაღაზიებში, ბაღის მოწყობის მაღაზიებში, ფეხსაცმლის შეკეთების მაღაზიებში, ტელეკომის ოფისებში გასვლა შესაძლებელია უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 7 დღისა ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

· საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ დამტკიცებულ მასობრივ ღონისძიებებზე წასვლა: უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 7 დღისა საჭირო; ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

·     პირის საზღვარგარეთ წაყვანა: უარყოფითი PCR ან ანტიგენის ტესტი არაუმეტეს 7 დღისა საჭირო; ან დადასტურება, რომ გამოჯანმრთელებულია Covid-19–სგან არაუგვიანეს 3 თვისა; და/ან დადასტურება, რომ ვაქცინაციის მეორე დოზა გაკეთებულია, სულ მცირე, 14 დღის წინ;

 

20:00 საათიდან 01:00 საათამდე - კომენდანტი საათი

ამ პერიოდში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამსახურში წასვლისას და აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის დროს.

 

სლოვაკეთში კორონავირუსის სტატისტიკა ციფრებში:

·    28 თებერვალს ჩატარებული 3565 ტესტირების საფუძველზე (ანტიგენტი და პსრ ტესტები), გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 842 შემთხვევა.

·         1 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა შეადგინა მთლიანად 308925.

·   გარდაცვალებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა 81-ით და ამ დროისათვის გარდაცვალებულთა მთლიანი რაოდენობა შეადგენს 7270 ადამიანს. 

 

 

რაც შეეხება სამგზავრო შეზღუდვებს, საქართველოს მოქალაქეს/მესამე ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან სლოვაკეთში გამგზავრება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლებას, არის სლოვაკეთის მოქალაქის ან სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის მქონე პირის ოჯახის წევრი (ოჯახის გაერთიანება).  2021 წლის 17 თებერვლიდან გაუქმა ნაკლებ რისკიანი ქვეყნების სია, აქედან გამომდინარე ყველა ქვეყანა ითვლება ვირუსის გავრცელების კუთხით  მაღალი რისკის ქვეყნად.

2021    წლის 17 თებერვლიდან:

·    ის პირი (მესამე ქვეყნის მოქალაქე/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე/ევროკავშირის წევრ სახელწიფოში ცხოვრების უფლების მქონე პირი/სლოვაკეთის მოქალაქე/სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლების მქონე პირი), რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტეინში ან შვეიცარიაში სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემოდის:

1)      ვალდებულია სლოვაკეთის საზღვრის კვეთისას დარეგისტრირებული იყოს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk , რისი დამადასტურებელი საბუთიც თან უნდა იქონიოს, შემოსვლისთანავე გადავიდეს თვითიზოლაციაში და მერვე დღეს გაირაოს PCR ტესტი, თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მას შეუძლია პასუხის მიღების შემდეგ დაასრულოს თვითიზოლაცია. თუ ტესტს არ გაიკეთებს, მაშინ თვითიზოლაცია არის 14 დღიანი.

2)      ამ წესიდან გამონაკლისია სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც მუშაობენ მეზობელ ქვეყნებში (ავსტრია, ჩეხეთი, უნგრთი), ისინი ვალდებულნი არიან თან იქონიონ PCR ან ანტიგენ ტესტი ბოლო 7 დღის განმავლობაში გაკეთებული, ასევე დიპლომატები, ის პირი რომელსაც მიღებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა ან გადატანილი აქვს კოვიდ 19.

ის პირი (მესამე ქვეყნის მოქალაქე/ევროკავშირის წევრის სახელმწიფოს მოქალაქე/ ევროკვაშირის წევრ სახელმწიფოში ცხოვრების უფლების მქონე პირი/სლოვაკეთის მოქალაქე/ სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლების მქონე პირი) რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში (გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო)  სლოვაკეთის საზღვრის კვეთისას ან საზღვრის კვეთამდე უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korkna.gov.sk , თან იქონიოს დამადასტურებელი დოკუმენტი, გადავიდეს თვითიზოლაციაში და მერვე დღეს გაიკეთოს PCR ტესტი,  თვითიზოლაციის დასრულება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ტესტის ნეგატიურ პასუხს მიიღებს.