საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთში კოვიდ-19 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, ქვეყანა, Covid ავტომატის განგაშის სისტემის მიხედვით შავი დონიდან გადავიდა უკეთეს მუქ წითელ დონეზე

2021 წლის 19 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით მუქ წითელ ზონაში იქნება 27 რაიონი, წითელ ზონაში - 48 რაიონი, ხოლო ღია წითელ ზონაში - 4 რაიონი. ბრატისლავას რაიონი ამ დროისათვის იმყოფება წითელ ზონაში.

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, 2021 წლის 19 აპრილიდან მოიხსნება შემდეგი შეზღუდვები:

 

·   გაიხსნება ყველა მაღაზია და მომსახურების ობიექტები. მათ რამდენიმე შეზღუდვის დაცვა მოუწევთ, მათ შორის მხოლოდ ერთი მომხმარებელი დაიშვება 15ვ მეტრზე, ხოლო მომხმარებლებმა უნდა წარადგინონ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

· შესაძლებელი იქნება რეაიონებს შორის მოგზაურობა. მოგზაურებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

· დაიშვება საეკლესიო მსახურება, თითო ადამიანი 15 კვ. მეტრზე და ეკლესიაში შემსვლელებს  თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი. 

· გაიხსნება საცურაო აუზები არაუმეტეს ექვსი ადამიანისთვის. შემსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი. 

· გაიხსნება სასტუმროები ერთი ან მაქსიმუმ ორი ზრდასრული ადამიანისთვის თითო ოთახში. აუცილებელია არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხის წაერდგენა. სასტუმროების რესტორნები დახურული დარჩება. 

· გაიხსნება მუზეუმები, ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები ინდივიდუალური ექსკურსიებისთვის და ვიზიტორებისთვის. დაშვებული იქნება თითო ადამიანი 15 კვ. მეტრზე. შემსვლელებს  თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

·   გაიხსნება ბიბლიოთეკები  არაუმეტეს ექვსი ადამიანისთვის.

·  მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებანიღბებისა და FFP2 რესპირატორების ტარება როგორც საზოგადოებრივი შენობების გარეთ, ისე შიგნით. 

·   რეკომენდირებული იქნება სახლიდან მუშაობა, თუმცა არასავალდებულო.

·  კომენდანტი საათი და წესები ძალაში რჩება 20:00 საათიდან 01:00 საათამდე

 

ნიღბებისა და რესპირატორების ტარების ახალი წესები:

· საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განკარგულების თანახმად, 19 აპრილიდან ხუთ მეტრზე მეტი დისტანციისას და ერთად მცხოვრები ოჯახის წევრებისთვის ნიღბების ტარება გარეთ არ იქნება სავალდებულო. მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის რესპირატორის ტარება არ არის სავალდებულო, მათ მხოლოდ ნიღაბი უნდა ეკეთოთ.

 

· ახალი წესები ასევე შეეხება იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება ან სახის კანის დაავადება.

· რესპირატორების ტარება სავალდებულო არ არის იმ პირებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ თავიანთი მუშაობის ან სამუშაო პირობების გამო - მაგრამ მხოლოდ დამსაქმებელსა და თანამშრომელთა წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შემდეგ. აქამდე ეს მხოლოდ პროფესიული ჯანმრთელობის სამსახურის განცხადების საფუძველზე იყო შესაძლებელი.

 

Ø  19 აპრილიდან სკოლების მერვე და მეცხრე კლასების ყველა მოსწავლე, გარდა შავი ზონის რაიონებში, შეძლებს დაბრუნებას სკოლებში, თუ მათ მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ექნებათ უარყოფითი ტესტის შედეგი არაუგვიანეს 7 დღისა. იგივე ეხება მოსწავლეებს.

Ø  26 აპრილიდან, რეგიონალური კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით:

·  შავი ზონის რაიონები: გაიხსნება მხოლოდ საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლების პირველი მეოთხე კლასები და საშუალო სამედიცინო სკოლები, ხოლო შესაძლებელი იქნება პერსონალური განათლების ორგანიზება ხუთი მოსწავლისა და ერთი მასწავლებლის მცირე ჯგუფებში, თუ დისტანციური სწავლების პრობლემები არსებობ;

·  მუქი წითელი ზონის რაიონები: გაიხსნება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლების პირველი მეოთხე კლასები, საშუალო სამედიცინო სკოლები, პლუს მერვე და ცხრა კლასები, საკონსულტაციო ცენტრები, თავისუფალი დროის ცენტრები და ენების სკოლები;

· წითელი ზონის რაიონები: გაიხსნება საბავშვო ბაღები, სკოლები პირველიდან მეცხრე კლასების ჩათვლით, საშუალო ჯანდაცვის სკოლები, რვაწლიანი გრამატიკული სკოლების პირველი ოთხი კლასი, პლუს ყველა დანარჩენი დაწესებულება (კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით, ბრატისლავა ამ დროისათვის იმყოფება წითელ ზონაში);

·   ღია წითელი ზონის რაიონები:  გაიხსნება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, საშუალო სკოლები, ენის სკოლები, თავისუფალი დროის ცენტრები და სამხატვრო სკოლები.

 

დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ლინკებზე:

https://korona.gov.sk/tlacove-spravy/ 

https://spectator.sme.sk/c/22640038/travelling-between-districts-possible-again-people-will-need-a-test-for-shopping.html

https://spectator.sme.sk/c/22636516/schools-will-open-for-more-pupils-on-april-19.html