საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პანდემიის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების შემსუბუქება

სლოვაკეთის მთავრობის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო ვითარების ვადა კიდევ 30 დღით გაგრძელდება. ეროვნულსაგანგებო ვითარება, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს კომენდანტი საათწესებს და ექვსზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას. ამავდროულად, 29 აპრილიდან კომენდანტის საათი, 20:00 სთ-ის ნაცვლად, დაიწყება 1 საათით გვიან, 21:00 საათზე. 

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, 2021 წლის 26 აპრილიდან მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები, რადგანაც 26 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით მუქ წითელ ზონაში იქნება 22 რაიონი, წითელ ზონაში - 52 რაიონი, ხოლო ღია წითელ ზონაში - 5 რაიონი. ბრატისლავას რაიონი ამ დროისათვის იმყოფება წითელ ზონაში.

 

·   გაიხსნა ყველა მაღაზია და მომსახურების ობიექტები. მათ რამდენიმე შეზღუდვის დაცვა მოუწევთ, მათ შორის მხოლოდ ერთი მომხმარებელი დაიშვება 15ვ მეტრზე, ხოლო მომხმარებლებმა უნდა წარადგინონ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

·  გაიხსნა რესტორნების, ბარების და კაფეების მხოლოდ გარე ტერასები. მაგიდები უნდა იყოს დაშორებული 2 მეტრით. ხოლო მომხმარებლებმა უნდა წარადგინონ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი. მათ უნდა ეკეთოთ ნიღაბი. ნიღბის მოხსნა შეიძლება მხოლოდ საკვებისა და სასმელის მიღების დროს.

· შესაძლებელია რაიონებს შორის მოგზაურობა. მოგზაურებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

· დაიშვა საეკლესიო მსახურება, თითო ადამიანი 15 კვ. მეტრზე და ეკლესიაში შემსვლელებს  თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

·         გაიხსნა საცურაო აუზები არაუმეტეს ექვსი ადამიანისთვის. შემსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

·   გაიხსნსასტუმროები ერთი ან მაქსიმუმ ორი ზრდასრული ადამიანისთვის თითო ოთახში. აუცილებელია არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხის წაერდგენა. სასტუმროების რესტორნები დახურული დარჩება.

· გაიხსნა ფიტნეს ცენტრები არაუმეტეს ერთდროულად მხოლოდ 6 მომხმარებლისთვის. ფიტნეს ცენტრებს მოეთხოვებათ დასუფთავებისა და დეზინფექციის სიხშირის გაზრდა. ვარჯიშის დროს მომხმარებლებს არ მოეთხოვებათ ნიღბების ტარება.

· გაიხსნა მუზეუმები, ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები ინდივიდუალური ექსკურსიებისთვის და ვიზიტორებისთვის. დაშვებული იქნება თითო ადამიანი 15 კვ. მეტრზე. შემსვლელებს  თან უნდა ჰქონდეთ არაუმეტეს 7 დღის Covid ტესტის უარყოფითი პასუხი.

·   გაიხსნა ბიბლიოთეკები  არაუმეტეს ექვსი ადამიანისთვის.

·   მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებანიღბებისა და FFP2 რესპირატორების ტარება როგორც საზოგადოებრივი შენობების გარეთ, ისე შიგნით.

·  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, უარყოფითი კოვიდის ტესტი არ იქნება საჭირო, თუ პიროვნებას აქვს ვაქცინაციის დადასტურება (mRNA ვაქცინების შემთხვევაში, მაგ. Pfizer / BioNTech და Moderna, 14 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული  მეორე დოზის მიღებიდან, ან ვექტორული ვაქცინა, AstraZeneca, ოთხ კვირაზე მეტი უნდა იყოს გასული პირველი დოზის მიღებიდან). ტესტის უარყოფითი შედეგი ასევე არ არის საჭირო, თუ Covid– დან გამოჯანმრთელდით ბოლო 180 დღის განმავლობაში.

 

ნიღბებისა და რესპირატორების ტარების ახალი წესები:

· საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განკარგულების თანახმად, 26 აპრილიდან ხუთ მეტრზე მეტი დისტანციისას და ერთად მცხოვრები ოჯახის წევრებისთვის ნიღბების ტარება გარეთ არ იქნება სავალდებულო. მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის რესპირატორის ტარება არ არის სავალდებულო, მათ მხოლოდ ნიღაბი უნდა ეკეთოთ.

· ახალი წესები ასევე შეეხება იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება ან სახის კანის დაავადება.

·  რესპირატორების ტარება სავალდებულო არ არის იმ პირებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ თავიანთი მუშაობის ან სამუშაო პირობების გამო - მაგრამ მხოლოდ დამსაქმებელსა და თანამშრომელთა წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შემდეგ. აქამდე ეს მხოლოდ პროფესიული ჯანმრთელობის სამსახურის განცხადების საფუძველზე იყო შესაძლებელი.

  26 აპრილიდან, კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით მუქ წითელ, წითელ და ღია წითელ ზონაში არსებული სკოლების გაიხსნა შემდეგი პირობებით:

·   მუქი წითელი ზონის რაიონები: გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლების პირველი მეოთხე კლასები, საშუალო სამედიცინო სკოლები, პლუს მერვე და ცხრა კლასები, საკონსულტაციო ცენტრები, თავისუფალი დროის ცენტრები და ენების სკოლები;

·   წითელი ზონის რაიონები: გაიხსნა საბავშვო ბაღები, სკოლები პირველიდან მეცხრე კლასების ჩათვლით, საშუალო ჯანდაცვის სკოლები, რვაწლიანი გრამატიკული სკოლების პირველი ოთხი კლასი, პლუს ყველა დანარჩენი დაწესებულება (კოვიდ ავტომატის სისტემის მიხედვით, ბრატისლავა ამ დროისათვის იმყოფება წითელ ზონაში);

·         ღია წითელი ზონის რაიონები:  გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, საშუალო სკოლები, ენის სკოლები, თავისუფალი დროის ცენტრები და სამხატვრო სკოლები.

ყველა კლასს მოსწავლე, შეძლებს დაბრუნებას სკოლებში, თუ მათ მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს ექნებათ უარყოფითი ტესტის შედეგი არაუგვიანეს 7 დღისა. იგივე ეხებამოსწავლეებს.

საქართველოს სააელჩო მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები.