საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ,,მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი” და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით 2021 წლის 18 ნოემბერს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას: “მიგრაცია და დიასპორაგლობალური გამოწვევები“.

კონფერენციის მიზანი: ცნობიერების ამაღლება მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე, სტუდენტების თვალით დანახული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციისა და დიასპორის  თემატიკით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს:  https://eeu.edu.ge/portfolio/studenturi-samecniero-konf-migracia/?fbclid=IwAR09UpcXm-q6AFkrPHJEj10B_xUJG2vrH87hv8g5FZo2_7nDlLze51AnQ7o