საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 77-ე წლისთავი

სლოვაკეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა არჩილ სოხაძემ, 2021 წლის 26 აგვისტოს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში და 29 აგვისტოს სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 77-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

26 აგვისტოს არჩილ სოხაძემ გვირგვინით შეამკო ბრატისლავაში მდებარე სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მსხვერპლთა მემორიალი. გვირგვინით შემკობის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, ბრატისლავას რეგიონის და ბრატისლავას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

29 აგვისტოს, სლოვაკეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული არჩილ სოხაძე, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იმყოფებოდა ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში, სადაც ასევე დაესწრო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 77-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.