ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის,  მისი პრევენციის,  მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო  ფონდი  (http://www.atipfund.gov.ge/),  რომელიც  უზრუნველყოფს  მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის  მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ,  რომ  უცხოეთში  არალეგალური  გზით  გამგზავრება  კანონსაწინააღმდეგო  ქმედებაა  და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ   გადაამოწმეთ   დამსაქმებლის   მიერ   შემოთავაზებული   სამუშაოს   შესახებ   ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ  თქვენ  გაქვთ  საზღვარგარეთ  სამუშაო  მიზნით  გამგზავრება/  ყოფნა,  გახსოვდეთ,  რომ  თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ

დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში  შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ  თქვენ  ადამიანის  ვაჭრობის  (ტრეფიკინგის)  მსხვერპლი  გახდით  მიმართეთ  ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს  თქვენს  უფლებებსა  და  კანონიერ  ინტერესებს,  სიცოცხლეს,  ადგილსამყოფელ  სახელმწიფოში  და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

  • (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
  • ( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დეწესებულებებს:

 

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: Michalska 9, 811 01 Bratislava SK

ტელეფონი: +421 2 546 464 84/85

ელ. ფოსტა: bratislava.emb@mfa.gov.ge

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ცხელი ხაზი: + (+421 2)  0800 800 818 ორშაბათი - პარასკევი 9:00 - 17:00 სთ.

ელ. ფოსტა: helplinka@iom.int

ვებ-გვერდი: http://iom.sk/en/activities/counter-trafficking-in-human-beings

 

სლოვაკეთის რესპუბლიკის შენაგან საქმეთა სამინისტრო

ტრეფიკინგთან ბრძოლისა და დანაშაულის თავიდან აცილების საინფორმაციო ცენტრი

ტელეფონი: +421 2 48 592 244

ელ. ფოსტა: icosl@minv.sk

ვებ-გვერდი: http://www.minv.sk/?informacne-centrum-na-boj-proti-obchodovaniu-s-ludmi-a-prevenciu-kriminality

 

SKC Dotyk - სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარს და რეინტეგრაციის მომსახურებებს ტრეფიკინგით დაზარალებულ პირთათვის.

ტელეფონი: +421 903 704 784

ვებ-გვერდი: http://www.dotyk.sk/01-profil/index.php?lang=en

 

Slovak Catholic Charity - სლოვაკური კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია

ტელეფონი: +421 918 994 754

ელ. ფოსტა: stoptrafficking@charita.sk

ვებ-გვერდი: http://www.charita.sk/stranky/pomoc-obetiam-obchodovania-s-ludmi

 

იხილეთიმაგრებული  ფაილი:

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ