ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

slovakia/Janelidze-Lajcak.jpg2016 წლის 2-4 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით ეწვია სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქს.

განთავსების თარიღი: 07.09.2016
 

2016 წლის 1-5 ივლისის, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიას მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართება.

https://www.youtube.com/watch?v=K79gPBsNrf0

განთავსების თარიღი: 21.06.2016
 

slovakia/Georgia_127.jpg2016 წლის 8 ივნისს, ქ. ბრატისლავას სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში" გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. საქართველოს საიუბილეო თარიღი მიულოცეს სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულმა ელჩებმა და მაღალი რანგის სხვა დიპლომატებმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბიზნესის, კულტურის და მედიის სფეროში მოღვაწე პირებმა.

განთავსების თარიღი: 13.06.2016
 

slovakia/AmbPres.jpg2016 წლის 8 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ბატონ რევაზ გაჩეჩილაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ანდრეი კისკას.

განთავსების თარიღი: 10.06.2016
 

slovakia/Odisharia_1.jpg2016 წლის 23 მაისს, გამომცემლობა "სლოვარტისა" და სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბრატისლავას წიგნების სალონ "არტფორუმში" მოეწყო ბ-ნი გურამ ოდიშარიას სლოვაკურ ენაზე ნათარგმნი წიგნის "პრეზიდენტის კატა" პრეზენტაცია-კითხვა.

განთავსების თარიღი: 24.05.2016
 

slovakia/GLOBSEC_2016_(1).jpg2016 წლის 15-17 აპრილს ქ.ბრატისლავაში გაიმართა უსაფრთხოების კონფერენცია GLOBSEC 2016-ი, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ბატონმა თენგიზ ფხალაძემ.

განთავსების თარიღი: 20.04.2016
 

slovakia/GEO-EU_1.jpg2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

განთავსების თარიღი: 10.03.2016
 

slovakia/Qvevriii_1.jpgგაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება. ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

განთავსების თარიღი: 01.03.2016
 

slovakia/IMG_19981.jpg2015 წლის 9 დეკემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბრატისლავას კომენიუსის სახელობის უნივერსიტეტის კინოდარბაზში გაიმართა პირველი ქართულ-სლოვაკური ფილმის „შეწყვეტილი სიმღერა" 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კინოჩვენება.

განთავსების თარიღი: 10.12.2015
 

slovakia/IMG_1831i.jpg2015 წლის 4 დეკემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ფილიპინებში საქართველოს საპატიო კონსულის თელმო ლუის კუნანანის და სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ფრანკო პიგოცის თანაორგანიზებით ქ. ბრატისლავაში გაიმართა ფილიპინელი მხატვრის პანჩო პიანოს, ქართულ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "იმედის ფერები".

განთავსების თარიღი: 08.12.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ