ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული პროდუქციის პრეზენტაცია ქ.ბრატისლავაში

მ.წ. 2014 წლის 21 ნოემბერს ქ.ბრატისლავაში საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართული პროდუქციის პრეზენტაცია, დეგუსტაცია და ფოტო გამოფენა, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოს და ბიზნეს შესაძლებლობებს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე ქართულმა კომპანიამ.

გამოფენა გახსნა საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და საქართველოს ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა.

მსგავსი ფორმატის ღობისძიება პირველი იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ისტორიაში.

გამოფენამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მეწარმეებს შორის. ბიზნესმენების გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სლოვაკეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ