ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გამოფენა ''იმედის ფერები'' - ფილიპინელი მხატვრის თვალით დანახული საქართველო

slovakia/IMG_1831i.jpg2015 წლის 4 დეკემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ფილიპინებში საქართველოს საპატიო კონსულის თელმო ლუის კუნანანის და სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ფრანკო პიგოცის თანაორგანიზებით ქ. ბრატისლავაში გაიმართა ფილიპინელი მხატვრის პანჩო პიანოს, ქართულ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "იმედის ფერები".ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთში აკრედიტებული ელჩები და მაღალი დონის დიპლომატები, აგრეთვე საპატიო კონსულები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.ტრადიციისამებრ, გამოფენა გაიხსნა საქართველოს ელჩის მისასალმებელი სიტყვით. სიტყვით გამოვიდნენ ასევე ფილიპინებში საქართველოს საპატიო კონსული თელმო ლუის კუნანანი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული ფრანკო პიგოცი და ნახატების ავტორი პანჩო პიანო, რომლებმაც საქართველოს საელჩოს სლოვაკეთის რესპუბლიკაში მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ