ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
''შეწყვეტილი სიმღერა''-პირველი ქართულ-სლოვაკური კინოფილმის საიუბილეო ჩვენება

slovakia/IMG_19981.jpg2015 წლის 9 დეკემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბრატისლავას კომენიუსის სახელობის უნივერსიტეტის კინოდარბაზში გაიმართა პირველი ქართულ-სლოვაკური ფილმის „შეწყვეტილი სიმღერა" 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კინოჩვენება.ღონისძიებას ესწრებოდა კინოფილმის რეჟისორის ნიკოლოზ სანიშვილის ვაჟი ბატონი კახაბერ სანიშვილი მეუღლითურთ, აგრეთვე კინოფილმის მთავარი გმირის ქალიშვილი და შვილიშვილები, სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომენიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.ფილმის ჩვენების დაწყებამდე, მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ისაუბრა „სეწყვეტილი სიმღერის" ისტორიაზე. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა როგორც ფილმის რეჟისორის ვაჟს ჩამობრძანებისთვის და საიუბილეო ჩვენებაში მონაწილეობის მიღებისთვის, აგრეთვე კომენიუსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის.ჩვენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელიც კინოფილმით მაღალი დაინტერესების შედეგად წარიმართა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ