ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
GLOBSEC 2016 - უსაფრთხოების კონფერენცია

slovakia/GLOBSEC_2016_(1).jpg2016 წლის 15-17 აპრილს ქ.ბრატისლავაში გაიმართა უსაფრთხოების კონფერენცია GLOBSEC 2016-ი, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ბატონმა თენგიზ ფხალაძემ.კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა ISIL-თან ბრძოლის გლობალურ კოალიციაში აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს გენერალ ჯონ ალენს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის, სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალ მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ პეტერ გაიდოშს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ევროკომისიის გენერალურ დირექტორს გაფართოების საკითხებში კრისტიან დანიელსონს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს, ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ცრნადაკს, მოლდოვას ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი გალბულს, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ასისტენტის მოადგილეს ევროპული და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს თაუნსენდს და ნატო-ს გენერალური მდივნის ასისტენტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში ტაჩან ილდემს. ზემოაღნიშნულის გარდა, 16 აპრილს შედგა გაცნობითი ხასიათის მოკლე შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ