ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

slovakia/AmbPres.jpg2016 წლის 8 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ბატონ რევაზ გაჩეჩილაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ანდრეი კისკას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. ცერემონიის დასაწყისში ელჩს შეეგება საპატიო ყარაული, ხოლო შემდეგ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ცერემონიის დასასრულს გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ