ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდეებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

slovakia/Georgia_127.jpg2016 წლის 8 ივნისს, ქ. ბრატისლავას სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში" გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. საქართველოს საიუბილეო თარიღი მიულოცეს სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულმა ელჩებმა და მაღალი რანგის სხვა დიპლომატებმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, აგრეთვე ბიზნესის, კულტურის და მედიის სფეროში მოღვაწე პირებმა. საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად მყოფი ქართველი სტუდენტები და სლოვაკეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.საზეიმო მიღება დაიწყო ელჩის მისასალმებელი სიტყვით, საპასუხო სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შტეფან როზკოპალი, რის შემდეგ შესრულდა საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები. ამასთან, ქართული მრავალჟამიერის თანხლებით დაიჭრა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილისთვის, საგანგებოდ დამზადებული ტორტი.საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობის პარალელურად, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და 1991 წლის მოვლენების ამსახველი ფოტო-სურათები.ქართული კულტურისა და ტრადიციის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით ქართველი მოცეკვავეების მიერ შესრულდა ტრადიციული ქართული ცეკვები, ხოლო საგანგებოდ მოწვეული მზარეულის მიერ მომზადდა ქართული კერძების პრეზენტაცია, აგრეთვე ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების დეგუსტაცია.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ