ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ძვირფასო სტუმრებო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა სლოვაკეთის რესპუბკლიკის მოქალაქეებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, გაგიადვილოთ ჩვენს ქვეყანასთან კონტაქტი, _ საქმიანი, კულტურული თუ სხვა სახის ურთიერთობათა დამყარება.

მეგობრული კავშირ-ურთიერთობა და პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ბრძოლას, რომელსაც ქართველი და სლოვაკი ხალხები აწარმოებდნენ თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის - ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, ქართველებს და სლოვაკებს დიდწილად მსგავსი პრობლემების გადაჭრა მოგვიხდა. ამ თვალსაზრისით, ამჟამადაც ძალიან დიდია აგრეთვე ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც სულ უფრო ფართოვდება ევროპის დემოკრატიული სივრცე და ახალი წევრები უერთდებიან ევროატლანტიკურ ორგანიზაციებს.

შესაბამისად, იზრდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაც უკლებლივ ყველა სფეროში.

ცენტრალურ ევროპაში მდებარე სლოვაკეთმა წარმატებით გადაწყვიტა ის ურთულესი პრობლემები, რომელთა გადაჭრამ თქვენს ქვეყნებს გაუხსნა ევროკავშირისა და ნატოს კარები.

საქართველო ტერიტორიით, მოსახლეობით, ისტორიითა და კულტურით ძალიან ჰგავს სლოვაკეთს. ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. თუმცა, ამ რეგიონსაც, ევროკავშირი და `ნატო` სულ უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებენ, რაც ქმნის გარანტიას, რომ დემოკრატიული რეფორმების წარმატების შემთხვევაში, საქართველო, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მიიღებენ საშუალებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროპულ გაერთიანებასთან.

უპირველეს ყურადღებას, ჩვენი საელჩოს მუშაობისას, ვაქცევთ სლოვაკეთის მოქალაქეთა ნებისმიერი სურვილისა და ინტერესის დაკმაყოფილებას.

საქართველოს შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ამავე საიტზე შეგიძლიათ მიიღოთ. ან დაგვიკავშირდეთ ,,ცხელ ხაზზე''.

იმედს გამოვთქვამთ, ჩვენი საელჩოს საიტი სასარგებლო გზამკვლევი იქნება მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ