განთავსების თარიღი: 2012-04-26 საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად

დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2012-04-05 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2012 წლის 3 აპრილს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ქ. ვენაში, „ღია ცის" საკონსულტაციო კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მეშვეობით უკვე აცნობა ხელშეკრულების წევრ ყველა ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს „ღია ცის" ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის.

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2012-03-30 განთავსების თარიღი: 2012-03-26 განთავსების თარიღი: 2012-03-22 განთავსების თარიღი: 2012-03-13 განთავსების თარიღი: 2012-03-02 განთავსების თარიღი: 2012-02-28 განთავსების თარიღი: 2012-02-24 განთავსების თარიღი: 2012-02-23 განთავსების თარიღი: 2012-02-23
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ