2022 წლის 5 დეკემბერს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანდრეი სტანჩიკთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.