საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონი თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთში

2022 წლის 5-7 ივლისს, სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე რიჟვაძე. ვიზიტის ფარგლებში, 7 ივლისს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ბ-ნი თორნიკე რიჟვაძის შეხვედრა ბრატისლავას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარის მოადგილესთან ქ-ნ ალჟბეტა ოჟვალდოვასთან. მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.