საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვაკეთში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის სამუშაო ვიზიტი ქალაქ ნიტრაში

2022 წლის 12 ივლისს, სლოვაკეთში საქართველოს ელჩი ბატონი რევაზ ბეშიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბატონ რევაზ ბეშიძის შეხვედრა ნიტრას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარესთან ბატონ მილან ბელიცასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნიტრას რეგიონის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნობის, კულტურის და განათლების სფეროებში.