საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

30 ივლისს, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს დროშა

დღეს, 2022 წლის 30 ივლისს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს ეროვნული დროშა, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელების დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის, სამაშველო და ექიმთა ჯგუფის წევრთა დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.