საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლობის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს,
რასტისლავ
კაჩერს
შეხვდა.
მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ისე გლობალური საერთაშორისო გარემო და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს კავშირების გამყარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და ხაზი გაესვა ამ გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას. ამ ჭრილში, საუბარი წარიმართა სლოვაკეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის სლოვაკეთის ექსპერტულ და ანალიტიკურ წრეებთან მჭიდრო კოორდინაციაზე. ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე მსჯელობისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად. ასევე აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ევროპისთვის განახლებადი ენერგორესურსების მიწოდებისა და ალტერნატიული
ენერგომარშრუტების
ამოქმედების თვალსაზრისით.
რეგიონალური
უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთო ჯამში, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ოქმს, რაც ითვალისწინებს საქართველოს და სლოვაკეთის საგარეო უწყებების მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილია ქვეყნის მიზანი - გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი