ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს იურაი კრუპას და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის და დეოკუპაციისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.
მხარეებმა საქართველოს
ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს და ამ კუთხით სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.
შეხვედრაზე საუბრის თემებს ასევე წარმოადგენდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ის გამოწვევები, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს უკავშირდება.
შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ სლოვაკ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.