საქართველოს ელჩისთვის ტრადიციული ვერცხლის თეფშის გადაცემის ცერემონია
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რევაზ ბეშიძის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, 2024 წლის 28 ივნისს, სლოვაკეთში წმინდა საყდრის საელჩოში გაიმართა საქართველოს ელჩისთვის ტრადიციული ვერცხლის თეფშის გადაცემის ცერემონია და მიღება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ დიპლომატიური კორპუსის დინი, ნუნციო ნიკოლა გირასოლი და საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, ექსპორტიორთა საბჭოს წარმომადგენლები და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
საქართველოს საელჩო მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და ქართული კერძებით.