Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ბრატისლავას რაჩის რაიონის რთველის ფესტივალის „Račianske Vinobranie 2023“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში

2023 წლის 15 სექტემბერს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ მეუღლესთან ერთად, ბრატისლავას რაჩის რაიონის მერიის მიწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო რაჩის რაიონის მერიის მიერ რაჩაში ორგანიზებულ რთველის ფესტივალის „Račianske Vinobranie 2023“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს თანამშრომლები.

საქართველოს ელჩს მასპინძლობდა რაჩის რაიონის მერი მიხალ დროტოვანი. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბრატისლავას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარემ იურაი დრობამ, რაჩის რაიონის მერმა მიხალ დროტოვანმა, ვიცე-მერმა რობერტ პაიდლჰაუსერმა, კათოლიკური და ევანგელისტური ეკლესიების წინამძღვრებმა და საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხდა რაჩის მერს მიწვევისთვის, მიულოცა რთველის დღესასწაული და უსურვა წარმატებული რთველი. საქართველოს ელჩმა რაჩის მერთან და ოფიციალურ სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სცენაზე გამართულ ყურძნის დაწურვის ცერემონიაში და დააგემოვნა რაჩის რაიონის სხვადასხვა სახის ღვინო.