სლოვაკეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან
2024 წლის 17 იანვარს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან მარტინ კაჩოსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.