სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების უდიდესი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „AGROKOMPLEX 2024“
15-18 აგვისტოს, ქალაქ ნიტრაში სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების უდიდესი და ყველაზე მთავარი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „AGROKOMPLEX 2024“ გაიმართა.
16 აგვისტოს, გამოფენის ფარგლებში, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტროს ორგანიზებით "დიპლომატის დღე" გაიმართა, სადაც სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე დუგლაძემ.
ღონისძიების ოფიციალურად გახსნისას დიპლომატებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მინისტრმა რიჩარდ ტაკაჩმა და ნიტრას აგროკომპლექსის ეროვნული საგამოფენო ცენტრის დირექტორმა იოზეფ პავლემ.
სამინისტროს ორგანიზებით, დიპლომატებმა დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები და გაეცნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინოვაციურ მიღწევებს.