Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიან კერისთან

2023 წლის 16 ნოემბერს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიან კერისთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს  საქართველოს პარლამენტსა და სლოვაკეთის ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები. ქართული მხარე მადლიერია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მხარდამჭერი პოზიციისთვის.