საქართველოს საელჩოს მონაწილეობა „ევროპული ენების დღის“ აღსანიშნავად გამართულ ენების ფესტივალში
საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „ევროპული ენების დღის“ აღსანიშნავად გამართულ ორდღიან ენების ფესტივალში, რომელიც სლოვაკეთის პრეზიდენტის, სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორის პატრონაჟით გაიმართა.