Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ბრატისლავაში

29 მაისს, ბრატისლავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

 

ღონისძიებას, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკაში. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კულტურის სფეროს, რეგიონული თვითმმართველობების, მედიის, ბრატისლავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და 1700-წლიანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყნის უნიკალურ კულტურულ იდენტობას, ევროპულ ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას.