საქართველოს ელჩის შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ, პრეშოვის მთავარეპისკოპოს, უნეტარეს რასტისლავთან
4 ივნისს, საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე ქ. პრეშოვში, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, პრეშოვის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს რასტისლავს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც მკვეთრად განვითარდა მათი პირველი შეხვედრის შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში.
ელჩმა მის უნეტარესობას მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენის - უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვისას და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III აღსაყდრების დროს, საქართველოში ჩაბრძანებისთვის.
მიტროპოლიტმა რასტისლავმა, თავის მხრივ, გამოხატა პატივისცემა და სულიერი სიახლოვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ხალხის მიმართ.
