საქართველოს დროშა დაშვებულია რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, დღეს, 2023 წლის 8 აგვისტოს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.