Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ბანსკა ბისტრიცაში გამართული სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებები

2023 წლის 28-29 აგვისტოს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქმეთა დროებითი რწმუნებული არჩილ სოხაძე იმყოფებოდა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში, სადაც დაესწრო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 79- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და გვირგვინით შეამკო ბანსკა ბისტრიცაში არსებული ეროვნული აჯანყების მსხვერპლთა მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.