Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია

24 ივლისს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.