სლოვაკეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან
2023 წლის 2 აგვისტოს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მარიან მაიერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.