სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ მონაწილეობა მიიღო ბრატისლავას რაჩის რაიონის ღვინის პრეზენტაციაში
2023 წლის 8 ნოემბერს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ, ბრატისლავას რაჩის რაიონის მეღვინეობის საზოგადოების თავმჯდომარის რასტისლავ კოლლარის მიწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო რაჩის ღვინის პრეზენტაციაში, სადაც საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა მისასალმებელი სიტყვით.