სლოვაკეთში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის შეხვედრა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იან ფერენჩაკთან
2023 წლის 7 დეკემბერს სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იან ფერენჩაკთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის და საქართველოს პარლამენტსა და სლოვაკეთის ეროვნულ საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები. ქართული მხარე ძალზედ აფასებს სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე წარმატებულ წინსვლაში.