Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რევაზ ბეშიძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მარეკ ეშტოკთან

2024 წლის 15 ივლისს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ, სლოვაკეთში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მარეკ ეშტოკთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს თბილი შეხვედრისთვის. თავის მხრივ, მარეკ ეშტოკმა მადლობა გადაუხადა რევაზ ბეშიძეს სლოვაკეთში საქართველოს ელჩის რანგში ნაყოფიერი მუშაობისთვის და წარმატებები  უსურვა მომავალ საქმინობაში. სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის მხარდაჭერა.