Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „AGROKOMPLEX 2023“ და "დიპლომატიური დღე"

2023 წლის 18 აგვისტოს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი არჩილ სოხაძე დაესწრო სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში გამართულ სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას „AGROKOMPLEX 2023“, რომლის ფარგლებში, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „დიპლომატიური დღე“. დიპლომატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მინისტრმა იოზეფ ბირეშმა, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის და განვითარების თანამშრომლობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ლუცია კიშშმა და ნიტრას აგროკომპლექსის ეროვნული საგამოფენო ცენტრის დირექტორმა იოზეფ პავლემ. სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მარტინ კოვაჩის ორგანიზებით, დიპლომატებმა დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები და გაეცნენ სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების ინოვაციურ და სამეცნიერო მიღწევებს.