Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ქართველი მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა სლოვაკეთში გამართული ეკონომიკური ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში

2023 წლის 6 სექტემბერს სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი არჩილ სოხაძე ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტში დაესწრო, სლოვაკეთში 5-6 სექტემბერს ეკონომიკური ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილე, დამამთავრებელი კლასების 5 ქართველი მოსწავლის სერტიფიკატების გადაცემის და დაჯილდოების ცერემონიას. ქართველ მოსწავლეებს - ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილ, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილს საზეიმო ვითარებაში საელჩოს უფროსმა მრჩეველმა გადასცა ეკონომიკურ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობის სერტიფიკატები და უსურვა მათ სამომავლო წარმატებები.

ეკონომიკურ ოლიმპიადაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები. დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა სლოვაკეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივან მიკლოშმა. საერთაშორისო ეკონომიკური ოლიმპიადა გაიმართა ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტის, ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის, ეკონომიკური და სოციალური ანალიზის ინსტიტუტის (INESS), ჩეხეთის ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) და პრაღაში არსებული ნიუ იორკის უნივერსიტეტის ეგიდით და ხელშეწყობით.