საშობაო ბაზრობა ბრატისლავაში
24 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ ბრატისლავაში გამართულ ყოველწლიურ საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა და ქალაქის ძველი ბაზრის “Stara Tržnica” პავილიონში მოწყობილ ქართულ კუთხეში წარმოდგენილი უნიკალური ღვინით, სუვენირებითა და ტრადიციული კერძებით, კიდევ ერთხელ გააკვირვა სტუმრები.
გაწეული დახმარებისთვის საელჩო მადლობას უხდის რესტორან "ფიროსმანის სამოვარის" წარმომადგენლებს, რომელთა უგემრიელესმა კერძებმა და ნუგბარმა, დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.