Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კომენიუსის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან

25 მარტს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე დუგლაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე რექტორთან იოზეფ ტანცერთან. 

შეხვედრაზე განხილული იქნა საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ‘ქართული ენის დღის’ აღნიშვნის კონტექსტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მონაწილეობით, კომენიუსის უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვის შესაძლებლობა.