Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „Open Day“

2023 წლის 17 ივნისს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ცერემონიათა დარბაზში გამართულ ღონისძიებაში „Open Day“, სადაც საქართველოს საელჩოსთვის გამოყოფილ ცალკე მაგიდაზე გამოფენილ იქნა ბუკლეტები საქართველოს შესახებ, ქართული ნაციონალური სხვადასხვა სახის სუვენირები, საელჩოს ინიციატივით სლოვაკურ ენაზე ხელახლა გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ასევე სლოვაკურ ენაზე გამოცემული წიგნები ქართული კულინარიის შესახებ და ქართული სასაჩუქრე ღვინო. საელჩოს მაგიდა გაფორმდა საქართველოს სახელმწიფო დროშით და ქართული ეროვნული სუფრის გადასაფარებლით. 

ღონისძიებას დაესწრ სლოვაკეთში საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე მეუღლესთან ერთად და საელჩოს ყველა თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს მაგიდას ეწვიენ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლახოვსკი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ინგრიდ ბროცკოვა. ელჩმა მინისტრს და სახელმწიფო მდივანს საჩუქრად გადასცა ქართული ღვინო და სამახსოვრო ქართული სუვენირები.

ღონისძიებაზე მოსული დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიხატა საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილ სუვენირებზე და სხვადასხვა სახის ბუკლეტებზე, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცათ მათ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბრატისლავაში აკრედიტებულმა 30 ქვეყნის საელჩომ.